Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

საქართველოს თავდაცვის ძალები დიდთოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაში აქტიურად მონაწილეობს

მარშალ პრესი 26/02/2025
0909

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ექვს მიმართულებაზე მუშაობენ.  დღეს დილიდან სამხედრო მოსამსახურეები შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით გავიდნენ ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე, სადაც მოსახლეობა დახმარებას საჭიროებს. 

ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  პირადი შემადგენობითა და შესაბამისი ტექნიკით არის ჩართული. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-ს სამაშველო სამსახურთან, მოსახლეობის დახმარების მიზნით, მუდმივ კოორდინაციაშია. 

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე ჩაერთო.  თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

Post navigation

Previous: დღეს ხალხი მედიისა და ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად უყურებს სხვადასხვა ქვეყნებში რა სტიქიური უბედურებები ხდება. თუ ხელისუფლების რეაგირებაზე ჩნდება პრეტენზიები, კრიზისის აღმოფხვრის შემდეგ იხილავენ, მაგრამ არსად არ ცდილობენ ამ ყველაფრის გამოყენებას ხელისუფლებების დასამხობად
Next: არ არსებობს ზუსტი ტერმინი, რომელიც აღწერს ადამიანს, რომელიც ცოცხლობს სხვისი ტანჯვით და სიამოვნებას იღებს ტრაგედიებისა და კატასტროფებისგან. სახარებაში მსგავსი ადამიანების ერთობლიობას – “ლეგიონი”, ხოლო პოლიტიკაში – “ნაცები” ეწოდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.