Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვანო ჩხარტიშვილი: ჩვენ არასდროს კავშირი “როსნეფტთან” არ გვქონია, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, რაც ხოშტარიამ გააჟღერა

მარშალ პრესი 12/06/2022
ვანო ჩხარტიშვილი

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტრიას ბრალდებებს უსაფუძვლოსა და აბსურდულს უწოდებს. როგორც ჩხარტიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა, მას „როსნეფტთან“ კავშირი არასოდეს ჰქონია.

„ჩვენ არასდროს კავშირი „როსნეფტთან“ არ გვქონია. მასთან არათუ პარტნიორული, ურთიერთშეხებაც არ გვქონია და ეს არის აბსოლუტურად უტიფარი ტყუილი, რომელიც ტელევიზიით გააჟღერა [ხოსტარიამ]. სამწუხაროა, მან ძალიან კარგად იცის, რომ ამ კომპანიასთან ჩვენ არავითარი კავშირი არ გვაქვს, მაგრამ მიზანმიმართულ ტყუილს ამბობს, რათა გადაფაროს სხვა ადამიანების ამ კომპანიაში მონაწილეობა. შესაბამისად, თითქოს, ანტირუსული კამპანიის პირობებში ფიქრობს, რომ აქცენტები სხვაზე გადაიტანოს. ეს რაც შეეხება „როსნეფტს“.

რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიაში მონაწილეობას, ეს ნამდვილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ თამბაქოს ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში. მხედველობაში მაქვს, სოფლის მეურნეობის დარგი. ჩვენ ვიღებთ თამბაქოს პროდუქციას მოსახლეობის დიდი ნაწილიდან, ვისაც თამბაქო მოჰყავს. ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში 120 მილიონამდე ლარს ვრიცხავთ. შესაბამისად, 600 ადამიანი გვყავს დასაქმებული. სამწუხაროდ, გვიწევს ასეთი პოლიტიკოსების ჩვენი შენატანებით დაფინანსება.

რაც შეეხება მესამე საკითხს, რომელიც მან გააჟღერა, თითქოს, ჩვენ სახელმწიფოსთან როგორღაც გარიგებული ვართ, საზოგადოებისთვის ცნობილი რომ იყოს, ჩვენი ჯგუფი შეგნებულად არცერთ სახელმწიფო ტენდერსა და აუქციონში მონაწილეობას არ იღებს, არც მიუღია და არც ვაპირებთ, რომ მომავალში მივიღოთ მონაწილეობა, რათა ამით დავაზღვიოთ ყოველგვარი მითქმა-მოთქმისგან ჩვენი ჯგუფის საქმიანობა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.

აი, ეს სამი საკითხი, რომელიც მან გააჟღერა და მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ის, რაც „როსნეფტთან“ დაკავშირებით ითქვა, არის აბსოლუტური ტყუილი. ამ განცხადებას ვაკეთებთ, არა იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დევალვირებული არიან თავისი მოღვაწეობით, არამედ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელმაც არაზუსტი ინფორმაცია მოისმინა“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენების სანქცირებას ითხოვს.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე – ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან
Next: ბექა დავითულიანი: მე ქვეყანაში კორუფციული გზით მილიარდს ვიშოვი, წავალ ტელევიზიას გავხსნი და ყველა ცოდვა ჩამოერეცხება და რაც დაშავებული მაქვს ყველაფერი მეპატიება?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025