Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიუღებელია სტიქიური მოვლენისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება! სტიქიის დროს, პოლიტიკური ქულების დაწერა, ყოვლად ამორალურია, რაც ცალსახად სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტს აჩვენებს

მარშალ პრესი 25/02/2025
davit chikhelidze

ცხოვრებაში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონი, დაუწერელი კანონია, რომ ყველაფრისგან პოლიტიკური სარგებლის მიღება და პოლიტიკური ქულების დაწერა არ შეიძლება! მიუღებელია სტიქიური მოვლენისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება,-ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, ოპოზიციის მიერ დიდთოვლობასთან დაკავშირებით ქულების ჩაწერის მცდელობას.

ჩიხელიძის თქმით, სამწუხაროდ ბუნებრივი მოვლენებისგან, დიდთოვლობისგან, წყალდიდობისგან და ა.შ. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის, სტიქიის დროს, პოლიტიკური ქულების დაწერა, ყოვლად ამორალური და მიუღებელი საქციელი, რაც ცალსახად სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტს აჩვენებს.

„ ცხოვრებაში არსებობს დაწერილი და დაუწერელი კანონი, დაუწერელი კანონია, რომ ყველაფრისგან პოლიტიკური სარგებლის მიღება და პოლიტიკური ქულების დაწერა არ შეიძლება! მიუღებელია სტიქიური მოვლენისთვის პოლიტიკური სარჩულის დადება! სამწუხაროდ ბუნებრივი მოვლენებისგან, დიდთოვლობისგან, წყალდიდობისგან და ა.შ.

მსოფლიოს არცერთი ქვეყანა დაზღვეული არ არის! სტიქიის დროს, პოლიტიკური ქულების დაწერა, ყოვლად ამორალური და მიუღებელი საქციელი, რაც ცალსახად სახელმწიფოებრივად აზროვნების დეფიციტს აჩვენებს!
ევროპის ქვეყნებში, როცა ნალექი 20-30 სანტიმეტრს ცდება, მომეტებული საფრთხის გამო მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს, რაც მათთვის ბუნებრივი მოვლენაა, ჩვენთან ოპო ტელევიზიები და ოპოზიცია აღნიშნულს ლამის დანაშაულად წარმოაჩენს, სწორედ აქ ჩანს ოპოზიციის ორმაგი სტანდარტი, რომლისთვის მთავარი არა ხალხი და მათი კეთილდღეობა, არამედ პოლიტიკური დივიდენდების მიღება არის!

მერწმუნეთ, შესაბამისი სამსახურები, მოსახლეობის დახმარებისთვის მაქსიმუმს აკეთებენ და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ, დავაფასოთ იმ ადამიანების შრომა, რომლებიც დაბალი ტემპერატურის პირობებში, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ,“- წერს დავით ჩიხელიძე.

Post navigation

Previous: ყველამ იცის, რომ არავის არავითარი მტკიცებულება არ აქვს, თუ სადმე ირღვეოდა საარჩევნო პრინციპები, ეს ხორციელდებოდა უხეში საგარეო ჩარევით, დანარჩენი ყველაფერი ცარიელი სპეკულაციებია და ამაში დარწმუნდება ყველა
Next: ოპოზიცია სტიქიური უბედურებით, ადამიანური ტრაგედიებითა და საკუთარი ბინძური ეგოს კმაყოფილებით საზრდოობს!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.