Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავარ არხზე უნიჭო ე.წ. იუმორისტული ტაკიმასხარაობები იხურება – ღვარძლიან და სააკაშვილის ლიქვნით დაკავებულ ე.წ. შოუებს დაფინანსება შეუწყდა – ვანო ჯავახიშვილი უშოუდ დარჩა

მარშალ პრესი 12/06/2022
ყლეები

არსებული ინფორმაციით, “მთავარ არხზე” ყველა იუმორისტული გადაცემა იხურება, ესენია: “ვანოს შოუ”,  ახალი შაბათის შოუ”  და ამ ჯგუფთან დაკავშირებული სხვა პროექტები, მიზეზი კი ფინანსური პრობლემებია.

ინფორმაციას იუმორისტი ნიკა ქავთარაძე ავრცელებს.

20+ წელი რომ აკეთებ საქმეს. ამ წლების განმავლობაში სულ უმაღლეს რეიტინგს წერ.
ამ წლების განმავლობაში, შენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის საყვარელი ვარსკვლავი ხარ. და უცებ ქვეყანაში იცვლება ხელისუფლება, რომელიც 10 წლის განმავლობაში უწყვეტად გებრძვის, გართმევს ტრიბუნას, გისპობს შემოსავლებს, ტროლ-ბოტების არმიით ცდილობს დისკრედიტაციას. გაიქცევი – მოგსდევს, უნდა ბოლომდე მოგსპოს.

შენც სადღაც გითავდება რესურსი და აგებ… დღეს გავიგე, რომ “მთავარი”-ს იუმორისტული პროექტები იხურება და ეს უნიჭიერესი ხალხიც უსამსახუროდ რჩება.
შეიძლება ინდივიდუალურად ყველა სადღაც წავიდეს, მაგრამ გუნდი ხომ აუცილებლად დაიშლება.

საშინლად უსამართლო ქვეყანა შემოგვაშენეს ბიძინებმა.
ოთო ლომთაძე,  თამარ ლეკვეიშვილი, ვანო ჯავახიშვილი, თეიმურაზ პატარიძე, თათია სულუაშვილი, ყველას ვერც გთაგავთ – ყურები არ ჩამოყაროთ, გული არ გაიტეხოთ, ერთმანეთზე უარი არ თქვათ, იპოვნეთ საკუთარ თავებში ძალა, რომ საყვარელი საქმე აკეთოთ.

ზუსტად ვიცი, რომ ახლა ძალიან ნერვიულობთ – ოჯახები, ვალდებულებები, უამრავი მოსაგვარებელი პრობლემა გაყრიათ თავზე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ დაიწყოთ ნულიდან და სულ მალე სასწაულები შეძლოთ!

რა სიგიჟეა, რომ თქვენი პროფესიის ადამიანებს მტრები გყავთ, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ ამ მტრების იმედების გასაცრუებლად!

შექმენით საკუთარი ტელევიზია, რადიო, იუთუბ-არხი, გაზეთი, ჟურნალი და აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე. ასიათასობით ადამიანს უყვარხართ და წლებია ელოდებიან თქვენს გამოჩენას ეკრანზე, თქვენს ხუმრობებს, სიმღერებს, სკეტჩებს, გადაცემებს.
მეც გადამიტანია იგივე, არა ერთხელ, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ ხართ დიდი გუნდი, რომელმაც უამრავ რამეს გაუძელით.

ადრე თუ გვიან ეს ქვეყანა გახდება თავისუფალი, დემოკრატიული, ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანების დამფასებელი!

ჰოდა, აბა თქვენ იცით, არც ერთი ნაბიჯი უკან! წინ და მხოლოდ წინ! თქვენი მეგობარი და თანამოაზრე, გულშემატკივარი და მხარდამჭერი – წერს ნიკა ქავთარაძე.

ჩვენ ვცდილობდით “ვანოს შოუ”-ს ჯგუფთან დაკავშირებას, თუმცა კონტაქტი ვერ შედგა, შესაბამისად,გავრცელებული ინფორმაციის საბოლოოდ დადასტურება ვერ ხერხდება.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: აშშ-ს საელჩოში გამომძღარი ოპოზიცია ბრიუსელსა და ვაშინგტონში უფროსობის სალოკავად მიემგზავრება – რა გეგმა აქვს მეხუთე კოლონას
Next: ირაკლი კობახიძე – ვიდრე ომი გრძელდება უკრაინაში, მანამდე ასეთი პატარა უხერხულობები გვექნება ჩვენს პარტნიორებთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.