Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

UEFA-ს პრეზიდენტი: ჩვენ ყველანი დავიღალეთ პოლიტიკური კორექტულობით – დასავლურ სამყაროში, სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს

მარშალ პრესი 24/02/2025
cheperini

ჩვენ ყველანი დავიღალეთ პოლიტიკური კორექტულობით – დასავლურ სამყაროში, სიტყვის თავისუფლება აღარ არსებობს, – განაცხადა UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიო არასდროს ყოფილა ისეთი სახიფათო, როგორც ახლა. ერთი მხრივ, ლიდერებად გვყავს მოძალადეები, მეორე მხრივ კი გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც არ იღებენ გადაწყვეტილებას, რომლებიც მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე ზრუნავენ და, ფაქტობრივად, არაკომპეტენტურები არიან“, – აღნიშნა ალექსანდერ ჩეფერინმა.

„ჩვენ მივედით ისეთ ვითარებამდე, როდესაც ზოგიერთ დიდ სახელმწიფოს შეუძლია სხვისი ტერიტორიის ნაწილის დაკავება და საჯაროდ იმის განხილვა, თუ რას მიიტაცებენ და ვის დაესხმებიან თავს. ეს საშიშია. არ ვიცი, ხვდებიან თუ არა ევროპელი ლიდერები, რამდენად საშიშია სიტუაცია და რომ სასწრაფოდ უნდა ესაუბრონ ერთმანეთს ყველაფერზე, რაც ევროკავშირის ინტერესებს ეხება. ისინი იქ არიან ევროკავშირის მოქალაქეების დასაცავად და არა საკუთარი ინტერესების სამსახურში“, – განაცხადა მან.

UEFA-ს პრეზიდენტის თქმით, ევროპა უნდა გაიხსნას და შევწყვიტოს ბაზრის ასე რეგულირება.

„არავინ, თუნდაც ჩინეთი, არ უნდა იყოს ჩვენი მტერი – და ეს ასე არ არის – ჩვენ ყველას უნდა მოვექცეთ, როგორც პარტნიორებს. ვქადაგებთ როგორ უნდა მოიქცნენ სხვები, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ თავად გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა მან.

„ევროპა ყველანაირად აგებს (თუმცა არა ფეხბურთში), მკვეთრი რეგულაციებით იხრჩობა. ჩვენ ვერ ვიქნებით ყველასთან ომში და არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოს ვუქადაგოთ როგორ უნდა წარმართონ საქმეები, რადგან ფაქტები განსხვავებულია. მეტიც, შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ფიქრობს ტარიფების დაწესებაზე, რაც ევროპის ეკონომიკას კიდევ უფრო ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდის და ევროპულ პოლიტიკაში ძლიერ მხარეებს ვერ ვხედავ. არც ერთიანობა არ არის და სამწუხაროდ, ევროპა კვლავ განაგრძობს წაგებას – საკუთარი შეცდომების გამო“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: თუ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კიევში თამაშობდა პირველი ვიოლინოს როლს, როგორც ჩანს ეს არაოფიციალური ცენტრი გადაინაცვლებს მოსკოვში
Next: დღეს ჩვენ უკვე გვესმის მტკიცებით ფორმაში იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ამ ომის მთავარი მხარდამჭერები იყვნენ და რომლებიც ამ მხრივ გვერდში ედგნენ უკრაინას, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციას ვგულისხმობ, რომ ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.