ანრი ოხანაშვილის მადლობა ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს

250
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

მსურს, თქვენი სახელით, პირველ რიგში, პრემიერს მადლობა გადავუხადო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვისთვის და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანგარიში და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმა წარადგინა.

, ანრი ოხანაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

„მსურს, თქვენი სახელით, პირველ რიგში, პრემიერს მადლობა გადავუხადო სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვისთვის და კანონის უზენაესობის დაცვისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს კანონის უზენაესობის დაცვისთვის, როდესაც ამ კოლეგების ფორმალურ ლიდერს, რომელმაც კონსტიტუციასა და სახელმწიფოზე მაღლა დააყენა თავი და დაარღვია კანონი საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, არ მისცა საშუალება, რომ კონსტიტუციაზე მაღლა დამდგარიყო. ამიტომ, ამისთვის დიდი მადლობა. ბატონო პრემიერო, თქვენ ამით დაიცავით არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა, თქვენ დაიცავით ჩვენი თითოეული მოქალაქის ღირსება და ყველა იმ ადამიანის ღირსება, ვინც პატივს სცემს სამართლებრივ სახელმწიფოს და კანონის უზენაესობას. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონმორჩილია და კანონის უზენაესობას სცემს პატივს, ასევე არის მადლიერი მაშინდელი იმ გადაწყვეტილებით, როდესაც დესტრუქციულ ჯგუფებს და ძალებს არ მიეცით კონსტიტუციაზე მაღლა დგომის უფლება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება