Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია

მარშალ პრესი 24/02/2025
irakli kobakhidze

გარკვეულ სუბიექტებს ჩვენს ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ ჰქონდათ ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნის, გამოწვევის გეგმა, თუმცა ეს გეგმა რეალურად ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს კარგი მონაცემები, როგორც დასაქმების, ასევე სავაჭრო ურთიერთობების და ეკონომიკური ზრდის ნაწილში.

„ქვეყანა განაგრძობს შეუფერხებლად განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, დაახლოებით ზრდის იგივე მაჩვენებელზე გავიდეთ, რაც გვქონდა 2024 წელს. შარშან ზრდამ შეადგინა 9.5% და სავსებით რეალურია ასეთი მაჩვენებლის გამეორება მიმდინარე წელსაც. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ საპირისპირო მიმართულებით ქვეყნის განვითარების წარმართვას, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არის, რბილად რომ აღვნიშნოთ, თავიდან ბოლომდე რთულ მდგომარეობაში.

პირველად, გასული 20 წლის განმავლობაში, კოლექტიური ნაცმოძრაობა არ არის წარმოდგენილის აქართველოს პარლამენტში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეუფერხებლად განვითარდეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ეს დაპირება მივეცით ქართულ საზოგადოებას, ეს დაპირება დიდწილად შესრულდა და რა თქმა უნდა, განვაგრძობთ ამ დაპირების შესრულებას. რადიკალიზმის გარეშე ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება და ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ასეთ პირობებში ჩვენს ეკონომიკურ წინსვლასაც და ზოგადად განვითარებას ყველა მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: დასაქმების კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, მთლიანობაში, დასაქმებულთა რაოდენობამ მიაღწია 1 412 500-ს, რაც არის რეკორდული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში
Next: სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.