IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში  50-წლამდე კაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობები თავისა და მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.მას ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების თქმით დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდო ბრალდებულმა,  შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონას მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. 25 წლის მამაკაციც  „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება