“ჩვენ ვასრულებთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციას და წარმოვადგენთ ერთგვარ რეგიონალურ ჰაბს კოალიციის წევრებისთვის ავღანეთიდან სამხედრო ტვირთების და პერსონალის გამოსაყვანად”- დავით ზალკალიანი

165
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“საქართველო გახლავთ გლობალური ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური და მნიშვნელოვანი წევრი, ჩვენ ჩართული ვართ პარტნიორებთან ერთად ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში და დღესაც, როდესაც ავღანეთში სრულდება სამშვიდობო მისია, საქართველოს აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია, რადგან კოალიციის წევრი ქვეყნები სწორედ საქართველოს იყენებენ ტრანზიტისთვის და წარმოვადგენთ ერთგვარ რეგიონალურ ჰაბს წვერი სახელმწიფოების სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის გამოსაყვანად”– ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომში მიმდინარე გლობალური კოალიციის შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და გარდა იმისა, რომ აქტიურად ჩართული ვართ კოალიციის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, პარტნიორებთან ერთად მივმართავთ ძალისხმევას გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

“გლობალური კოალიციის მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს მისია დასასრულს უახლოვდება. მოგეხსენებათ დღეს ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დატოვა ავღანეთი, ჩვენმა სამხედროებმა ურთულეს მისიას წარამატებით გაართვეს თავი და ღირსეული წვლილი შეიტანეს გლობალურ უსაფრთხოებაში, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს. ჩვენ მზად ვართ მომავალშიც აქტიურად ჩავერთოთ პარტნიორების ერთობლივ ძალისხმევაში და ამის შესახებ ვისაუბრე დღევანდელ ჩემს გამოსვლაში”-განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გლობალური კოალიციის შეხვედრაში მონაწილებს, რომელსაც კოალიციის წევრი 60-ზე მეტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მათ შორის ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ესწრებიან. შეხვედრას თანათავმჯოდმრეობას უწევენ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო და აშშ -ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება