Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინაში ომის არიდება შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო

მარშალ პრესი 23/02/2025
irakli kobakhidze

უკრაინაში ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა.

„ომის თავიდან არიდება უკრაინაში იყო თავისუფლად შესაძლებელი. გახსოვთ ჩვენი განცხადებები, რომელიც კეთდებოდა 2022 წლის დასაწყისში. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა ძალას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ არ შემდგარიყო ომი უკრაინაში, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების საკითხი.

იყო პირველ რიგში დიფ სთეითი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი დაწყებულიყო. იყო სხვადასხვა ინტერესები ამასთან დაკავშირებით. ომის თავიდან არიდებაზე მაქვს საუბარი და არა სამხედრო აგრესიაზე. სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, მაგრამ ამ ომის არიდება თავისუფლად შეიძლებოდა, თუმცა დიფ სთეითმა გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ეს სამხედრო აგრესია შემდგარიყო, რაც არის უდიდესი დანაშაული არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე. ეს არის უმძიმესი ომი, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ინტერესები თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი დანაშაული, რომელიც დიფ სთეითმა ჩაიდინა უკრაინელი ხალხის და კაცობრიობის წინაშე.  არ უნდა დაშვებულიყო ეს ომი, თუმცა კონკრეტული ძალები პირიქით, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს ომი შემდგარიყო“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოღალატეა ქართულ პოლიტიკაში და მათ ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ კონკრეტული საკანონმდებლო მექანიზმები
Next: ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ურთიერთობების გადატვირთვა, არამედ კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.