Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს

მარშალ პრესი 22/02/2025
mikheil kavelashvili

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს.

„რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით ხორციელდება, მხედველობაში მაქვს ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები – გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ომით. საუბარია „დიფ სთეითზე“, რომელსაც საქართველოში გლობალური ომის პარტია დავარქვით, რომლის ინტერესები იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ამ თემაზე თავიდანვე ვსაუბრობდით და ახლა ამაზე ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს.

ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, მეტი აქტიურობა გამოეჩინა უკრაინის ომისთვის, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების და იარაღის გაგზავნას, რაც პირდაპირ კავშირში იყო, რომ საქართველო ომში უნდა ჩართულიყო. ამას მოგვიწოდებდა უკრაინის ხელისუფლებაც, ელჩიც გაიწვია, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და ამას ჩვენ ვგრძნობდით. ამერიკის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ. რასაც ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ ვამბობდით, ზუსტად ერთი ერთში იმავეს იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
Next: მას შემდეგ, რაც საქართველოში მოქმედი აგენტურული ქსელი სრულად გაიშიფრა და გაცვდა, Deep State-მა თაროდან ჩამოიღო სტაჟიანი აგენტი, ირაკლი ალასანია, მისი “ქამბექიც” სპეცსამსახურების განყოფილების – “რადიო თავისუფლების” ეთერში მოხდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.