Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლორა თორნტონის მხრიდან არეულობისკენ პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების ინტერესებს, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებულ უნდა იქნას ქვეყნიდან

მარშალ პრესი 21/02/2025
dimitri khundadze

„მაკკეინის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი სამოქალაქო დაპირისპირების და ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენ მოუწოდებს ოპოზიციას და მათ მომხრეებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისი თქმით, ლორა თორნტონის მხრიდან არეულობისა და დესტრუქციის პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებულ უნდა იქნას ქვეყნიდან.

„თორნტონს ქუჩაში „საღამოს აქტივობა” არასაკმარისად მიაჩნია და მეტ აგრესიულობას ითხოვს მომიტინგეებისაგან…
ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქის უხეში და ბინძური ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.

მაკკეინის ინსტიტუტი ცოტა ხნის წინ ქუჩაში მსხვერპლის საჭიროებაზეც ალაპარაკდა ისე, როგორც ნაცმოძრაობის ლიდერები ერთ დროს ითხოვდნენ „ორ გვამს”.

ეს ქალბატონი მანამდე NDI -ის ოფისის ხელმძღვანელადაც გვევლინებოდა და არც მაშინ გამოირჩეოდა ობიექტურობითა და კეთილგანწყობით.

მართალია მმართველმა გუნდმა მის ქმედებაზე გააკეთა პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არასაკმარისია, რადგან მისი მხრიდან არეულობისა და დესტრუქციის პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებულ უნდა იქნას ქვეყნიდან“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ჯო უილსონი არის ჩვეულებრივი ლობისტი, ის ერთი ერთში იმეორებს იმ ნარატივსა და მესიჯ-ბოქსს, რასაც იმეორებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“
Next: პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.