Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძემ საკადრისი პასუხი გასცა ვერცხლისმოყვარე ჯო უილსონს, თუმცა, ამ უკანასკნელს სიმართლის ნაცვლად, ჩარიცხვები უფრო ადარდებს

მარშალ პრესი 21/02/2025
gia abashidze

ეუთოს ფორმატში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საკადრისი პასუხი გასცა ვერცხლისმოყვარე ჯო უილსონს, თუმცა ამ უკანასკნელს სიმართლის ნაცვლად, ჩარიცხვები უფრო ადარდებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომელიც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მიერ ამერიკელ კონგრესმენ ჯო უილსონისთვის გაცემულ პასუხს ეხმიანება.

აბაშიძის შეფასებით, უილსონს და მის მსგავს პოლიტიკოსებს საქართველოს ოკუპაცია არ ადარდებთ და მარგინალურ ოპოზიციაზე აქვთ სწორება, ვინაიდან, მათგან ხეირს ელიან.

“ეუთოს ფორმატში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საკადრისი პასუხი გასცა ვერცხლისმოყვარე ჯო უილსონს, თუმცა ამ უკანასკნელს სიმართლის ნაცვლად, ჩარიცხვები უფრო ადარდებს. ამგვარ პოლიტიკურ არსებებისთვის დრო მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. ოკუპირებული საქართველო არ ადარდებთ და ანგარებიანად მარგინალ ნაცოპოზიციაზე აქვთ სწორება, იქიდან ხეირია და ამიტომ.

თქვენი მიმართვა რომ გულწრფელი ყოფილიყო, თქვენც დაგმობდით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. ყალბ არჩევნებს, – მიმართა პარლამენტარმა ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტზე კონგრესმენ უილსონს.
სამხარაძემ აღნიშნა, რომ უცხოელ პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის უილსონმა, არ ცნო საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და განაგრძობს სრულიად გადაუმოწმებელი ბრალდებების, დეზინფორმაციის გავრცელებას.” – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: არ წყდება ქართველი ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვის პროცესი ევროკავშირის ფულით, არადა, საკუთარ ახალგაზრდებს უკვე შაშხანები უჭირავთ შუაგულ ევროპაში
Next: ნინო ჯანგირაშვილი გაბრაზებულია, რომ ბიზნესი მის ტელევიზიას არ აფინანსებს და არ იმჩნევს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.