Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

„ზელენსკი ყოველ ჯერზე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე. პირდაპირ „ოქროს თევზს“ მოახტა. მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს მას ემსახურებოდეს „ოქროს თევზი“. აი, „ოქროს თევზის“ პასუხი“

მარშალ პრესი 21/02/2025
iulia latinina

რუსი ჟურნალისტი და მწერალი იულია ლატინინა დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს „დიქტატორი არჩევნების გარეშე“ უწოდა. ლატინინამ აშშ-ის პრეზიდენტი „ოქროს თევზს“ შეადარა ზღაპრიდან „მეთევზე და თევზი“ და აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ამ „ოქროს თევზს მოახტა“ – „მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი და შესაბამისი პასუხიც მიიღო“.

„ომის დაწყებისთანავე ზელენსკი იშორებდა ყველას, ვინც მისი პოტენციური მოკავშირე იყო. ანტისამხედრო განწყობის მქონე რუსებიდან დაწყებული პოლონელებამდე დამთავრებული. ყოველ ჯერზე ისე იქცეოდა, როგორც მოხუცი ქალი ზღაპარში მეთევზეზე და თევზზე. ყველა მხარდაჭერაზე ისმოდა შეძახილი: „ცოტაა“. და აქ ზელენსკი პირდაპირ ოქროს თევზს მოახტა. მან განუცხადა ტრამპს, რომ სურს იყოს ზღვის მბრძანებელი, რომ მას ემსახურებოდეს ოქროს თევზი და იყო მისი სურვილების შემსრულებელი. ქვევითაა ოქროს თევზის პასუხი“, – წერს ლატინინა სოციალურ ქსელ X-ში და დონალდ ტრამპის განცხადებას აზიარებს.

დიქტატორი არჩევნების გარეშე – ზელენსკიმ სჯობს სწრაფად იმოქმედოს, თორემ ქვეყანაც აღარ დარჩება, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

Post navigation

Previous: ცნობად სახეებს, ვინც დაფინანსებულ პროტესტში იღებდა მონაწილეობას, უნდა გაუჩნდეთ პასუხისმგებლობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ მათი მხრიდან ეს იყო შეცდომა და რეალურად, ჩვენი ხელისუფლება დგამდა სწორ ნაბიჯებს
Next: CIA-ს ყოფილი ანალიტიკოსი ლარი ჯონსონი ყურადღებას ამახვილებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე სრულად გამოვიდეს უკრაინული კონფლიქტიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.