Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბორის ჯონსონის მითითებით რომ ჩაიშალა, მაშინ ჰკითხეს ზელენსკის, უნდოდა თუ არა ეს?

მარშალ პრესი 20/02/2025
guram macharashvili

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის არავის უკითხავს სურდა თუ არა ომის დაწყება, ჰქონდა თუ არა სურვილი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო რუსეთთან.

„აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკა რეალობაზეა დამყარებული და ამ რეალობაზე ჩვენ ვსაუბრობდით 2 წლის წინ“- აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გლობალური ომის პარტიის წამოწყებულია და ამას დონალდ ტრამპის და ზელენსკის განცხადებებიც ადასტურებს, როდესაც ორივე მათგანი ამბობს, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი 176 მილიარდი დოლარიდან არ იციან სად დაიხარჯა 100 მილიარდი, რადგან ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-სგან მხოლოდ 76 მილიარდი დოლარი მიიღო.

„ომი რომ დაიწყო, უკრაინას კითხეს ეს უნდოდა თუ არა? როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო გზით შეთანხმებაზე იყო საუბარი, კითხეს უკრაინას? ბორის ჯონსონი რომ ჩავიდა და ზელენსკის უთხრა – ახლა არ შეთანხმდები და ომს გააგრძელებო. აი, ეს არის მოცემულობა. ამას ვამბობდით ჩვენ, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინისთვის და რუსეთისთვის არ იყო. ეს ომი იყო სწორედ იმ, გლობალური ომის პარტიის მხრიდან წამოწყებული და ეს დადასტურდა ზელენსკისა და ტრამპის განცხადებებით. ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ 176 მილიარდი გადაირიცხა ამერიკიდან უკრაინის დასახმარებლად და ზელენსკი ამბობს, რომ მიიღო 76. 100 მილიარდი სად წავიდა არც ამერიკის და არც უკრაინის პრეზიდენტმა არ იცის – აი, ეს არის რეალობა. აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკა რეალობაზეა დამყარებული და ამ რეალობაზე ჩვენ ვსაუბრობდით 2 წლის წინ,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ლორა თორნტონი აქეზებს საქართველოში ხელისუფლების ძალისმიერ ცვლილებას და მიუთითებს უკრაინული მაიდანის სულისკვეთებაზე
Next: არ მგონია, იმის ფუფუნება გვაქვს, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს უნდა კბენდნენ. ჩვენ ვიბრძვით კოალიციური მთავრობისთვის და ლიდერები ერთ სტუდიაში არ სხდებიან. როგორ უნდა დავინახო, რომ ამ პარტიებს საქართველო უყვართ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.