იაგო ხვიჩიას მხილების შემდეგ “ნაც.მოძრაობამ” უკან დაიხია

4692
წაკითხვა/ნახვა
mpn

ნაციონალურმა მოძრაობა საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და განმარტა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელშიც საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეებად საკუთარ კანდიდატურებს სთავაზობდნენ, იყო მხოლოდ ფორმალური და ისინი უარს ამბობენ ამ თანამდებობებზე:

„სამწუხაროდ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ჩვენ გვინდა საპარლამენტო თანამდებობები. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ოპოზიციისთვის გარკვეულ თანამდებობებს გულისხმობდა, ჩვენ ამაზე უარი თავშივე განვაცხადეთ. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციას, ეს რაიმე პრივილეგია არაა. ესაა ფორმალური თანამდებობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზეც უარს ვამბობთ. მიმართვა ამ საკითხზე იყო ფორმალური. როგორც კი ჩატარდება სხდომები ამ თემაზე, ჩვენ მონაწილეობასაც კი არ მივიღებთ“,– ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ამ თემაზე:

ნაციონალები საპარლამენტო კომიტეტებში თანამდებობებს ითხოვენ

კომენტარები
mpn
მოწონება