Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მექმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს საელჩომ „მწვანე” აუნთო აგენტურას ტრამპის ორკესტრირებული გინებისთვის

მარშალ პრესი 20/02/2025
david kartvelishvili

„დაველოდოთ ახალ ადეკვატურ ელჩს, ხოლო ამათმა აგინონ ტრამპს ბოლო ხმაზე. ვინაიდან ეს მოთქმით და ბღავილით გინება მრავალი წელი მოუწევთ,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ეხმიანება საქართველოში აშშ-ს საელჩოს საქმიანობას.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ საელჩოს მხრიდან დუმილი და აქტიურობის შენელება, რასაც ადგილი ჰქონდა ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო საკადრო ხასიათის მოლოდინით. ექსპერტი ასევე ფიქრობს, რომ ტრამპის კრიტიკოსების რიცხვი ნელ-ნელა შემცირდება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მეტად პროდუქტიული გახდება.

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ს საელჩომ თავის „ყვითელ ფერზე” გაჩერებულ შუქნიშანზე – „მწვანე” აუნთო აგენტურას ტრამპის ორკესტრირებული გინებისთვის. აქამდე დაჭერილი პაუზა, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო საკადრო ხასიათის მოლოდინით. როგორც ჩანს, რუსეთში ახალი ელჩის დანიშვნით, რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს დანიგანის შემცვლელთან დაკავშირებით და მანაც თავის ორკებს „გაუმწვანა”.

ამათში ხომ „შემთხვევითი დამთხვევები” არ არსებობს. თუ ჩემი ვარაუდი ახლოსაა სიმართლესთან – „მედლის ორივე მხარე” გვაწყობს: დაველოდოთ ახალ ადეკვატურ ელჩს, ხოლო ამათმა აგინონ ტრამპს ბოლო ხმაზე. ვინაიდან ეს მოთქმით და ბღავილით გინება მრავალი წელი მოუწევთ, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტის „ახლობლის” პოზიციიდან მეც მაწყობს – ხეირია. ამასობაში, მაგინებელთა პოპულაციაც შემცირდება და ამერიკასთან ქვეყნის ჯანსაღი ნაწილის გადატვირთვა თავის ნაყოფიერ და პერსპექტიულ ფაზაში შევა…” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: გააღვიძეთ ლორა თორნტონი და უთხარით, რომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ უკვე და მის ქვეყანაშიც სხვა ხელისუფლებაა
Next: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი კანადიდან საქართველოში დაბრუნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.