Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლორა თორნტონის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა მომიტინგეებმა ხელისუფლება დაამარცხონ

მარშალ პრესი 20/02/2025
laura

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის შექმნაა საჭირო, რათა პროტესტმა გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში ბზარი გაჩნდეს.

გამოცემა Civil.ge-სთვის დაწერილ სტატიაში, სახელწოდებით „როგორ შეუძლიათ პროტესტის მონაწილეებს გამარჯვება?“ თორნტონი აღნიშნავს, რომ წარმატებას, როგორც წესი, შიდა და არა გარე ფაქტორები განსაზღვრავს.

„ერთმნიშვნელოვანი გზამკვლევი არ არსებობს, ხოლო გამარჯვებისთვის საჭირო ფაქტორები მრავალფეროვანი და ზოგჯერ შემთხვევითობაზეც არის დამოკიდებული. ხშირად მმართველი ელიტის შიგნით არსებული ბზარები ან ეკონომიკური კრიზისი რეჟიმს მოწყვლადს ხდის“, – წერს თორნტონი.

ზოგჯერ კი, მისი აზრით, ყველაზე მასშტაბური და კრეატიული მოძრაობებიც – მაგალითად, ჰონგ-კონგის „ქოლგის მოძრაობა“ – მარცხდებიან, თუ მოწინააღმდეგე ძალა გადაულახავი აღმოჩნდა.

„თუმცა, წარმატებას, როგორც წესი, შიდა და არა გარე ფაქტორები განსაზღვრავს. გადამწყვეტი არ არის თუნდაც საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე მკაცრი რეაქცია – სანქციები, არაღიარება, ემბარგო (ამის მაგალითია ვენესუელა)“, – დასძინა თორნტონმა.

Post navigation

Previous: საქართველოს არც აქვს და არც უნდა ჰქონდეს რაიმე როლი უკრაინის საკითხის გადაწყვეტაში – ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს
Next: ლორა თორტონი მოუწოდებს მომიტინგეებს საქართველოში, პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში გადაიყვანონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.