Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ათასობით ეკლესია აქვს აღდგენილი, იმ ეკლესიების მფარველი ანგელოზები დაიცავენ – ეს მათთვის არის ცუდი, თავის თავზე დაიტეხეს წყევლა

მარშალ პრესი 19/02/2025
alexandre galdava

ასეთი ჯადოქრობა, ასეთი საშინელი რიტუალი – აღშფოთებული ვარ და რა თქმა უნდა, ყველა ქრისტიანი აღშფოთებულია, – ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე ბოლქვაძემ, საპროტესტო აქციებზე ქრისტიანული სარწმუნოების შეურაცხმყოფელი ქმედებების და სატანისტური რიტუალების ჩატარების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და თავისი აღდგენილი ათასობით ეკლესიის მფარველი ანგელოზები დაიცავენ, ხოლო ამგვარი რიტუალები, რომელიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგაა მიმართული, თავად აქციის მონაწილეებისთვის არის ცუდი, ვინაიდან, მათ საკუთარ თავზე დაიტეხეს წყევლა.

„ფილმში „დათა თუთაშხია“, სეთურის ხალხი, მონები რომ არიან, ამათთან შედარებით უფრო პროგრესულები არიან.

უმეცრებით აკეთებენ თუ მეცნიერულად აკეთებენ, ყველა ვარიანტში ჩაატარეს რიტუალი, საშინელება და თავის თავზე დაიტეხეს წყევლა. ბატონ ბიძინას იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, სამება და ათასობით ეკლესია აქვს აღდგენილი – იმ ეკლესიების მფარველი ანგელოზები დაიცავენ. ეს მათთვის [აქციის მონაწილეებისთვის] არის ცუდი, ჩემო ძვირფასებო.

ქრისტიანთა სჯულის კანონში, კაცის კვლის ტოლფასია ასეთი ჯადოქრობა და ძველად განსაკუთრებით, ასეთი წესი იყო, რაც სჯულის კანონში პირდაპირ წერია, როგორც კაცის მკვლელს 20 წელი ეკრძალებოდა ზიარება, ასევე, მჩხიბავებს და ჯადოქრებს 20 წელი ეკრძალებოდათ ზიარება.“ – განაცხადა დეკანოზმა.

Post navigation

Previous: თუკი გვსურს საქართველო მივიღოთ ევროკავშირში, მაშინ ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები, საქართველოს ხელისუფლება მივიღოთ, როგორც რეალური პარტნიორი და დიალოგის გზით მოვაგვაროთ დავები
Next: ბიძინა ივანიშვილს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ათასობით ეკლესია აქვს აღდგენილი, იმ ეკლესიების მფარველი ანგელოზები დაიცავენ – ეს მათთვის არის ცუდი, თავის თავზე დაიტეხეს წყევლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.