Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იმ დონეზე აქვს ბრიუსელს შეტოპილი, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად, ომის დასრულების პერსპექტივას, კოშმარს უწოდებენ

მარშალ პრესი 19/02/2025
zurab kadagidze

„ქურდს ქუდი ეწვისო“ და ტრამპი რომ დიქტატორად, ევროპის მტრად და მოღალატედ გამოაცხადონ, არ გაგიკვირდეთ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ექსპერტის თქმით, ბრიუსელმა უკრაინაში მიმდინარე ომით იმდენი სარგებელი ნახა, რომ დღეს ომის დასრულების პერსპექტივას კოშმარს უწოდებს.

„იმ დონეზე აქვს ბრიუსელს შეტოპილი, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად, ომის დასრულების პერსპექტივას, კოშმარს უწოდებენ…
თუმცა, ნამდვილად კოშმარია სოროსის სინდიკატისთვის არა სამშვიდობო შეთანხმება, არამედ შეთანხმების მეორე დღე, როდესაც ყველას „საგმირო საქმეები“ წარმოჩინდება. დაწყებული ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი, სამშვიდობო შეთანხმებიდან, გაგრძელებული სანქციების გვერდის ავლითა და ამორალური ბიზნეს-გარიგებებით დამთავრებული.

ამიტომაცაა, „ქურდს ქუდი ეწვისო“ და ტრამპი რომ დიქტატორად, ევროპის მტრად და მოღალატედ გამოაცხადონ, არ გაგიკვირდეთ.
სამწუხაროდ, ყველამ ნახა სარგებელი უკრაინული უბედურებით – ამერიკამაც, ევროპამაც, აზიამაც…
ხოლო თვითონ უკრაინა, იუკნევიჩიენებისა და კუბილიუსების იმედად დარჩა, განადგურებული და გაპარტახებული!

P.S. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ავყოლოდით ამ ნაძირალა იუკნევიჩიენების სურვილს, სამი წლის წინ, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით ახლა?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ოპოზიციური “ბაბლის” მორალური დეგრადაციის სისწრაფე, ხან რუსთაველზე მოაწყობენ მორალისგან დაცლილ რიტუალებს, ხან საგარეო საქმეთა მინისტრს სამოსის ფასების დადგენას დაუწყებენ – ამ ხალხს საზოგადოებაში უკან დაბრუნება არ სურს, თუ ასე აპირებენ ბოლომდე გაველურებას?
Next: დეპუტატები თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.