Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისის მერია ახალ მომსახურებას ნერგავს და შესაძლებელი იქნება ძველი ნივთების, სამშენებლო ნარჩენების და ავეჯის გატანა მიზერულ ფასად

მარშალ პრესი 19/02/2025
tbilisis meria

არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით, მოსახლეობისთვის სპეციალური ვებგვერდი – www.tgservice.ge შეიქმნა, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახალი მომსახურების მიღება მიზერულ ფასად იქნება შესაძლებელი – ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარი იქნება.

„ძალიან კარგი სიახლის შესახებ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია – „თბილსერვის ჯგუფს“ აქვს ახალი მომსახურება მიზერულ ფასად, რაც ნარჩენების მართვის კუთხით დედაქალაქში არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ გჭირდებათ სამშენებლო-სარემონტო ნარჩენების, ძველი ავეჯის, ნივთების, ასევე, მწვანე ნარჩენის გატანა, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ახალი სერვისით. ამისთვის საჭიროა, დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე – www.tgservice.ge და შეავსოთ მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენს განათავსებთ კორპუსის ეზოს „წითელ ხაზებში“ ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე და „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური მხოლოდ 9 ლარია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული კომერციული პროექტი.

„მომსახურება მიზნად ისახავს, მოსახლეობას გავუმარტივოთ კონკრეტული სახის ნარჩენების გატანა. თბილისში კონკრეტულ ადგილებში შეიძლება შეგხვდეთ ნაგვის ურნებთან დალაგებული ავეჯი, საბურავები, რაც დიდ პრობლემას ქმნის. ამიტომ გთავაზობთ ამ სერვისს, რაც უფრო კომფორტულია. ერთად გავუფრთხილდეთ, ერთად მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ და დაგეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით – 032 2 61 90 50.

Post navigation

Previous: გუშინ ტრამპმა ზელენსკის მიმართულებით მინიმუმ სამი “სასიკვდილო” გასროლა განახორციელა. დიდ პოლიტიკაში ასეთი ჭრილობების შემდეგ გადარჩენა – შეუძლებელია
Next: დღეს საქართველოს ქუჩებში ფულით ნაყიდ აქტივისტებს ვხედავთ და არა გულწრფელ პროტესტს, ჯიოშვილი რეალურად ნაც აქტივისტია, რომელიც ხელში ბანერის დაჭერის ნაცვლად თანხას იღებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.