Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის, მათგან განსხვავებით, მიუღებელია – კახა კალაძე

მარშალ პრესი 18/02/2025
kaxa kaladze

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსების მიმართ ნებისმიერი შეურაცხყოფა, მათ შორის, კვერცხების სროლა, მისთვის მიუღებელია, თუმცა, ეს ადამიანები თავად აქეზებენ ძალადობას.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ზოგადად, კვერცხების სროლა და ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის, მათგან განსხვავებით, მიუღებელია, იმიტომ, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ახალისებენ ძალადობას. მე არ მახსოვს რომელიმე მათგანისგან მომესმინოს განცხადება, თუნდაც როდესაც ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდება ძალადობა, შეურაცხყოფა. სწორედ ეს ქალბატონი იყო, რომელმაც შეიწყალა ადამიანი, რომელმაც პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად წვავდა. მთელი პიარკამპანია მიმდინარეობდა, რომ როგორმე გმირად შეერაცხათ ის. წარმოგიდგენიათ, რასთან გვქონდა საქმე? არ მახსოვს მათი მხრიდან არც ერთი განცხადება, რომ დაეგმოთ ძალადობა, პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა, დევნა. როდესაც ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა მამუკა მდინარაძეს და უკნიდან ჩაარტყა, მათი მხრიდან არ მახსოვს არც ერთი განცხადება.

რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი და მიუღებელია ჩემთვის ასეთი ქმედებები. არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: საინტერესოა ტრამპის და მისი გუნდის განცხადებები, რომელიც ეხება USAID-ს და NED-ს – ეს ორგანიზაციები პირდაპირ ემსახურებოდნენ იმას, რომ რამენაირად რევოლუცია მოეწყოთ საქართველოში
Next: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პირველი გულშემატკივარი სახელმწიფოა, კარგია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა – ის ხალხი, რომელიც შეიძლება მას მეგობრობას ეფიცებოდნენ, სინამდვილეში, მის იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.