Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

-სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლა მოსაწონი არ არის, მაგრამ ეს საქციელი წახალისებულია რადიკალური ოპოზიციის და იმ ევროპელი ელჩების მიერ, რომლებსაც არასოდეს დაუგმიათ “რადიკალური ოპოზიციის” და მათი მოკავშირე NGO-ების მიერ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიმართ თავდასხმა

მარშალ პრესი 18/02/2025
levan nikoleishvili

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხის სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ მოსაწონი საქციელი არ არის, მაგრამ ეს საქციელი წახალისებულია ევროკავშირის და იმ დასავლური ფონდების მიერ, რომლებიც ღიად და უწყვეტად აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს საქართველოში და არასოდეს მათ ქმედებაზე არათუ პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არამედ პირიქით, თავდასხმებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად ასაღებდნენ. მისივე თქმით, არსებობს ბრძნული ქართული ანდაზა – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ამიტომ, კეთილი ინებოს ახლა ყველამ და მოთმინებით აიტანოს ის ქმედებები, რასაც ან უშუალოდ თავად ახორციელებდნენ, ან საკუთარი განცხადებებით ახალისებდნენ.

„სალომე ზურაბიშვილისთვის კვერცხების სროლა მოსაწონი საქციელი არ არის, მაგრამ ეს საქციელი წახალისებულია რადიკალური ოპოზიციის მიერ, რომელსაც არათუ ოდესმე არ დაუგმია “ქართული ოცნების” წევრების მიმართ თავდასხმა და ბულინგი, პირიქით, იწონებდა და აქებდა ექსტრემისტულ ქმედებებს. ეს საქციელი წახალისებულია იმ ევროპელი ელჩების მიერ, რომლებსაც არასოდეს დაუგმიათ “რადიკალური ოპოზიციის” და მათი მოკავშირე NGO-ების მიერ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიმართ თავდასხმა.

ეს საქციელი წახალისებულია ევროკავშირის და იმ დასავლური ფონდების მიერ, რომლებიც ღიად და უწყვეტად აფინანსებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს საქართველოში და არასოდეს მათ ქმედებაზე არათუ პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არამედ პირიქით, თავდასხმებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებად ასაღებდნენ. ამრიგად, გაურკვეველია ის ისტერია, რასაც დღეს ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების მხრიდან კვერცხების სროლაზე. არსებობს ერთი ბრძნული ქართული ანდაზა – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. ამიტომ, კეთილი ინებოს ახლა ყველამ და მოთმინებით აიტანოს ის ქმედებები, რასაც ან უშუალოდ თავად ახორციელებდნენ, ან საკუთარი განცხადებებით ახალისებდნენ…“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: “დამხრჩვალმა თავი თვისი თავად უნდა გადაარჩინოს” ამ დევიზით მიმდინარეობდა გუშინ “დიფ სთეითის” ევროვასალების “სამიტი”
Next: საუდის არაბეთში ამერიკა-რუსეთს შორის მოლაპარაკება ცხადყოფს, რომ ეს იყო არა რუსეთ-უკრაინის, არამედ, რუსეთ-ამერიკის ომი. ტრამპმა ამ ომს თავისი სახელი დაარქვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.