Skip to content
27/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა

მარშალ პრესი 12/06/2022
დაეცა

ბათუმში, კობალაძის ქუჩის 16 ნომერში მშენებარე კორპუსიდან გამოვარდნილი სამშენებლო მასალა ახალგაზრდა მამაკაცს თავში დაეცა.

დაშავებული კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. 20 წლის ახალგაზრდას მრავლობითი დაზიანება აქვს. ყველაზე პრობლემურია კეფის არე, სადაც მას სავარაუდოდ, რკინის მასალა დაეცა. მდგომარეობა მძიმეა და ის ახლა რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთვის აპარატზეა მიერთებული.

სავარაუდოდ, შემთხვევა მშენებლობაზე, რომელსაც კომპანია DS Group-ი ახორციელებს, უსაფრთხოების ნომრების დარღვევამ გამოიწვია.

ამ დროისთვის ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული, ამის შესახებ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. მათი ნაწილი ამ დროისთვის, გამოკითხვაზე იმყოფება.

Post navigation

Previous: გიორგი ვოლსკი: პოზიცია, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, თუ უკრაინის ამოცანაა, ამ ამოცანას როგორც „ნაცმოძრაობა“ მიყვება, ისე ის ხალხი, ვინც ამ აბსოლუტურად უნამუსო რეზოლუციას დაუჭირა მხარი
Next: ილია მეორე: გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ფარავდეს სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.