Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი

მარშალ პრესი 17/02/2025
mamuka mdinaradze

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან და ეს მოხდა აგვისტოს ომამდე – 2007 წლის აპრილის თვეში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მან საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება.

„ასევე მიმდინარე კვირაში ასევე დაინიცირდება „ფარას“ ამერიკული კანონი, რომელთან გადაწყვეტილებითაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წინა პერიოდში საზოგადოებას ვაცნობეთ; „მედიის კანონი“, რომელიც ძირითადად ფეიკ-ნიუსებს შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული. ასევე დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველად ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროებიდან სარგებლის შეზღუდვას, „ენჯეოების“ ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი, სსიპ-ების ხელმძღვანელების დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასწრულწოოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: დადასტურდა, რომ ინვესტორი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილია – საქმეში ეროვნულ ბანკთან დაკავშრებული დოკუმენტაციის გამოჩენა, ბაჩიაშვილის ზედმეტი ცნობისმოყვარეობის შედეგია, ეს ადასტურებს, რომ მას არავინ ებრძვის
Next: ამ მუხლის აღდგენა სწორედაც, რომ დროული გახლავთ – ლევან ნიკოლეიშვილი სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025