Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ზვიად ძიძიგურს პასუხობს

მარშალ პრესი 17/02/2025
zurab kadagidze

850000 ადამიანმა ხმა მისცაო, ანუ – ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი,-წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე “გახარია – საქართველოსთვის” წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა 850 ათასმა ადამიანმა მისცა. ქადაგიძის თქმით, 1 120 000 ხმა ბევრად მეტია და როგორ ბედავს ოპოზიცია, რომ უმრავლესობის ნება უგულებელყოს, შეურაცხყოფა მიაყენოს და უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების საშუალებით, არჩევანი წაართვას უმრავლესობას.

„850000 ადამიანმა ხმა მისცაო… ანუ – ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი, მაგაზე ვთანხმდებით, თუმცა 1 120 000 ბევრად მეტია და როგორ ბედავთ, რომ უმრავლესობის ნებას უგულებელყოფთ, შეურაცხყოფას აყენებთ და უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების საშუალებით ცდილობთ, არჩევანი წაართვათ უმრავლესობას?! კიდევ ერთი – თუ კი აღიარებთ, რა სპექტაკლები დადგით, რატომ გადააწვევინეთ თბილისი, თქვენს ექსტრემისტ ახალგაზრდებს და ზოგადად რას ითხოვთ, თქვენ თვითონ თუ იცით?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა
Next: დადასტურდა, რომ ინვესტორი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილია – საქმეში ეროვნულ ბანკთან დაკავშრებული დოკუმენტაციის გამოჩენა, ბაჩიაშვილის ზედმეტი ცნობისმოყვარეობის შედეგია, ეს ადასტურებს, რომ მას არავინ ებრძვის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.