Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხომ გამოჩნდა რა მასშტაბების დაფინანსებებით ძირს უთხრიდნენ USAID და სხვა ევროპული გრანტებით გამდიდრებული ენჯეოშნიკები ქვეყანას

მარშალ პრესი 17/02/2025
achiko beridze

„ხომ გამოჩნდა რა მასშტაბების დაფინანსებებით (მრავალ მილიონიანი) ძირს უთხრიდნენ USAID და სხვა ევროპული გრანტებით გამდიდრებული მამულიშვილი ენჯეოშნიკები ქვეყანას. ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია კაცო, გაგიკვირდებათ და დასავლეთმა ამხილა ისინი, იმ დასავლეთმა ასე რომ “ვშორდებოდით მას ”.- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აჩიკო ბერიძე სოციალურ ქსელში.

„ვიფიქრე გადაივლის გლოვის დღეები და მერე გავცემ პასუხს იმ ადამიანებს ვისაც მოხვდათ ჩემი ბოლო სტატუსი. მაგრამ რახან “დაჟინებული მოთხოვნაა” გიპასუხებთ.
მოხვდათ ეს ჩემი “უჯიშოები” ოლე ოლას უბადლო შემსრულებლებს, კუბოების დამწველებს, ცეცხლი ოლიგარქიას შემქმნელებს და კანონის ორმაგი სტანდარტების მომრგებებს, არადა სტატუსში გარკვევვით აღვნიშნე: “ ვინც იყენებთ ამ ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვისთქო”- ხოდა თუ იყენებთ კი ვადასტურებ ჩემს სიტყვებს, უჯიშოები ხართ და თუ ემიჯნებით და მართლები ხართ სინდისთან ასე რატომ აღშფოთდით ძვირფასებო?! საკუთარ თავებზე რატომნ მიიღეთ?

კონკრეტულად ვის რა ინტერესი აქვს რისთვის აკეთებს ამას მე არ ვიცი მაგრამ ნელ-ნელა ხომ ყველაფერს ნათელი ეფინება?!

ის ხომ გამოჩნდა რა მასშტაბების დაფინანსებებით (მრავალ მილიონიანი) ძირს უთხრიდნენ USAID და სხვა ევროპული გრანტებით გამდიდრებული მამულიშვილი ენჯეოშნიკები ქვეყანას. ეს ხომ ჩვენ არ მოგვიგონია კაცო, გაგიკვირდებათ და დასავლეთმა ამხილა ისინი, იმ დასავლეთმა ასე რომ “ვშორდებოდით მას ”.
ეს ბობოლა დაფინანსებულები გავიგეთ რისთვისაც “იბრძვიან” და იხოკავენ სახეს, მაგრამ დანარჩენებს რა პატარ პატარა ინტერესები გამოძრავებთ ამათ ასე ბრმა მიმდევრებად რომ დარჩით?! – ალბათ ვიღაცას ევროპაში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარების იმედი აქვს, ვიღაცას წვრილი კუპიურების მიღების, ვიღაცას კიდევ სხვა პატარა პირადი ინტერესები, ზოგადად ამ სოციალურ ქსელში ბაბლის მიერ შექმნილმა ილუზიამ და ერთმამეთის ტაშის კვრამ იცის დიდი მოლოდინების შექმნა და მერე უეცრად მოაქვს მტკივნეული ფუსტრაცია. მხოლოდ ისღა დამრჩენია გამძლეობა გისურვოთ.“-წერს აჩიკო ბერიძე.

Post navigation

Previous: სამაგალითო საქმე იყო ოჩიგავას საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური- ეს შემთხვევა იყო გამორჩეული, რადგან ადამიანი შევიდა ჯანმრთელი და სისტემური წამების შედეგად ის ფაქტობრივად შშმ პირი გამოვიდა
Next: ტრამპი შოლცს: “ბუნდესკანცლერო, ერთადერთი ადგილი, რომელსაც გერმანია იმსახურებს ამ მოლაპარაკებებში – მსჯავრდებულთა სკამზეა”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.