Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქართულ მხარეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტრო. შეიძლება სხვადასხვა უწყება იყო ჩართული, თუმცა პასუხისმგებლობა საერთო პროცესის კოორდინაციაზე ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს

მარშალ პრესი 17/02/2025
beka dzamashvili

“ქართულ მხარეს საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტრო. შეიძლება სხვადასხვა უწყება იყო ჩართული მტკიცებულებების თუ არგუმენტების შეგროვებაში, თუმცა პასუხისმგებლობა საერთო პროცესის კოორდინაციაზე ჰქონდა იუსტიციის სამინისტროს“- განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას.

„იუსტიციის სამინისტროს უცხოელი იურისტებიც ჰყავდა დაქირავებული, თუმცა პირველადი პასუხისმგებლობა იყო იუსტიციის სამინისტროსი, რომელიც ამ მტკიცებულებებს თავს უყრიდა, სტრატეგიას განსაზღვრავდა და შემდეგ იღებდა გადაწყვეტილებას, რა უნდა გაგზავნილიყო და რა არა. შესაბამისად, სახელი და გვარები კონკრეტულად ვინ ესწრებოდნენ გამიჭირდება გავიხსენო, თუმცა ეს საჯაროა, კომისიას თუ დასჭირდება თვითონ ICJ-ს გადაწყვეტილებაში არის სახელობითად, ვინ წარმოადგენდა სახელმწიფოს ამ საქმეში. მინისტრის მოადგილე, რომელიც კურატორობდა იყო ქალბატონი თინა ბურჯალიანი. 2008 წელი იყო, იმ პერიოდში მინისტრი თუ არ ვცდები ან ნიკა გვარამია იყო ან ადეიშვილი“.-განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

Post navigation

Previous: სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ საჩივრებში იყო ისეთიც, რომლებიც ქართულმა არასამთავრობოებმა შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ – მაგალითისთვის შეიძლება ითქვას საია-ს მიერ შეტანილი საქმე „სიპოლსი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც, საქართველოს ედავებოდნენ, რომ ცხინვალის დაბომბვა მოხდა ე.წ. გრადებით და შედეგად იქ მოსახლეობა დაიღუპა
Next: რეზოლუცია N 1633-ის მეხუთე პუნქტში აღნიშნულია, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად, მე-11 პუნქტში უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.