Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?

მარშალ პრესი 15/02/2025
mamuka mdinaradze2

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში საქართველოში USAID-ის სცენართან დაკავშირებით „ქრონიკის“ სიუჟეტს აზიარებს და სვამს კითხვას, „დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?!“

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, „ნაცაგენტურაზე და USAID-ის გრანტებზე მომჯდარ ხალხს არ გულისხმობს, არამედ, საუბარი იმ ხალხზე აქვს, „თვითორგანიზების” და „გულწრფელი პროტესტის” რომ სჯერათ ამ წუთამდე“.

„დღეს რომ ასეთი ამბები გამოდის დღის სინათლეზე და ვიღაცები მაინც „მაიდნის” გადამღერებული სცენარის მონაწილეებად რომ რჩებიან, უხერხულობას არ გრძნობენ?! (როგორც ამას სიუჟეტში გახმოვანებული ამბების დამმალავი ნაცმედია იკითხავდა).

ან ცოტა მაინც არ ბრაზდებიან, ასე ბინძურად რომ გამოიყენეს?

ნაცაგენტურაზე და USAID-ის გრანტებზე მომჯდარ ხალხს არც ვგულისხმობ, ისინი მიზანმიმართულად, ტრენინგებზე ნასწავლი სლოგანებით და სქემით მიყვებიან თავიანთ აგენტურულ გეგმებს. საუბარი იმ ხალხზე მაქვს, „თვითორგანიზების” და „გულწრფელი პროტესტის” რომ სჯერათ ამ წუთამდე…“, – წერს მამუკა მდინარაძე.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა.

Post navigation

Previous: ხშირად ვახსენებდი ჩვენ დიპკორპუსში ჩაბუდებულ აგენტურას. ბევრი მათგანის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ქმედება ვიხილეთ. დროა ყველას დაერქვას სახელი და მიეცეს ახალ მენეჯმენტს ნორმალური მუშაობის საშუალება
Next: ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველომ ამ ახალ არქიტექტურაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.