Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მედია

“მთავარ არხზე” გადაცემები შეჩერდა, ნიკა გვარამია ზაზა ოქუაშვილს ადანაშაულებს

მარშალ პრესი 15/02/2025
mtavari

მთავარ არხზე ყველა გადაცემა შეჩერდა. როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, ტელევიზიას ფული აქვს, თუმცა მის ხარჯვას ბლოკავს ზაზა ოქუაშვილი, როგორც იურიდიული წარმომადგენელი.

“ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.
გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია – მიუხედავად, რომ ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს:

კომუნალურს, ინტერნეტის, ტექმომსახურების, ტრანსპორტირების, სატელიტის, ანძის, რეიტინგის, შესყიდვების, ყველა დანარჩენს
ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება.

არხს არ აყიდინებენ რეკლამას. აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ. მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!”  –  წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

“ამ დროისთვის “მთავარი არხის” ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად.”- ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში.

Post navigation

Previous: კარგი იქნება აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად
Next: სასიამოვნო ფაქტია, რომ აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის აბსოლუტური თანხვედრაა არა მხოლოდ ღირებულებით ნაწილში, არამედ პოლიტიკაში, გზავნილებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.