Skip to content
27/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

გულწრფელები ვიყოთ, აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოში – ისინი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ

მარშალ პრესი 15/02/2025
zelenski

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოს წევრად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„გულწრფელები ვიყოთ, აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოში. ისინი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ. ჩვენი დანახვა ნატოში ნამდვილად არ სურდათ. ეს სიმართლეა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არცერთ ამერიკელ ლიდერთან საუბრისას არ სმენია, რომ უკრაინა აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი.

მისი თქმით, ეს ზოგადად ამერიკული პოლიტიკის საკითხია.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევცვლით ამ პოლიტიკას“, – დასძინა ზელენსკიმ.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი არმია, გავაორმაგოთ ჯარისკაცების რაოდენობა. ჩვენ გვყავს 110 ბრიგადა, რუსეთს – 220, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ დღეს გვაქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
Next: კარგი იქნება აშშ-სთან ურთიერთობების დალაგებაზე ილაპარაკოს ევროკავშირის საგარეო კომისარმა და ნაკლებად მოიცალოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.