Skip to content
06/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპა მორალურად გაანადგურა

მარშალ პრესი 14/02/2025
tamar chiburdanidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში მიუნხენის კონფერენციას აფასებს.

„სამართალმა პური ჭამა!“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ევროპა მორალურად გაანადგურა. მისი თქმით, ამერიკის მაღალჩინოსნის მსგავსად, ჩვენი ქვეყანა ელის პასუხებს თუ რატომ არის ევროკავშირში დემოკრატიის უკუსვლა, რატომ დაკარგა ევროპამ უძველესი ღირებულებები და რატომ გახდა მათი მთავარი იარაღი დეზინფორმაცია.

“რა ცუდად დატრიალდა ევროკავშირის ბედის ბორბალი? გამარჯვების ეიფორიით შეპყრობილნი და ამპარტავნებაში ჩავარდნილნი რას წარმოიდგენდნენ, თუ ასე ცოტა ხანში ყველა ცოდვა უკან შეუტრიალდებოდათ? რა დაუნდობელია უფალი უსამართლობის მიმართ?

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მსგავსად, ახლა ჩვენ ველით პასუხებს კითხვებზე, რატომ არის ევროკავშირში დემოკრატიის ასეთი უკუსვლა? რატომ დაკარგა ევროპამ უძველესი ღირებულებები და გადაეშვა ლიბერალიზმის ჭაობში? რატომ ერეოდა ევროკავშირი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში? რატომ გახდა ევროპის მთავარი იარაღი დეზინფორმაცია და სხვა…

მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპა მორალურად გაანადგურა. ასეთი ღირსებააყრილი ევროპა ისტორიას არ ახსოვს. იმედია, ოპოზიციის დელეგაციას გულის წამლები მაინც აქვთ წაღებული?

და ამ შეურაცხყოფილი ევროლიდერების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება რა ამაყად გამოიყურება!
სამართალმა პური ჭამა!”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით, ძალიან კარგია, სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა კანონის მიღება, რომ მოხდეს ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში
Next: მიუნხენის კონფერენციაზე ისეთები ხდება, მშობელი ნომერი ერთი საკუთარ ტრანსგენდერს ხელში არ აიყვანსო…

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025