Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა – არ ეთანხმებოდეს ამას

მარშალ პრესი 14/02/2025
david kartvelishvili

უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს.

შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „გამოცემა Fox Business-თვის მიცემულ ინტერვიუში, უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელლოგმა დაადასტურა, რომ კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა. თუმცა უკრაინას ექნება უნიკალური შესაძლებლობა – არ ეთანხმებოდეს ამას ოფიციალურად. მაგალითად, კიტ კელლოგმა მოიყვანა ბალტიისპირეთის პრეცედენტი, როდესაც უელსის დოქტრინის თანახმად, აშშ არასდროს ცნობდა ამ სამი ქვეყნის სსრკ-ს შემადგენლობაში შეყვანას – ამერიკა უბრალოდ აცხადებდა, რომ ისინი “საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ იმყოფებიან”.

კიტ კელლოგმა განაცხადა: „მე ვთვლი, რომ თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი მართალია: არ იქნება 2014 წლის საზღვრებთან დაბრუნება, როდესაც რუსეთი შეიჭრა ყირიმში. შედგება გარკვეული შეთანხმება ტერიტორიების პოტენციური დაკარგვის თაობაზე”. ამასთან დაკავშირებით, კვლავ მახსენდება ჩვენი გენიალური კინოშედევრი. “მე მეგონა, რომ სოსომ არ იცოდა” – უპასუხა შუქრის ბატონმა ვასომ. “მთავარია, რომ იცის” – ოპტიმისტურად დაასრულა პოლემიკა ვაჟა ზაზაევიჩმა. ასე რომ, მთავარია – უკრაინას ზუსტად ეცოდინება, რას არ ეთანხმება. ხოლო “გამყრელიძის დასკვნაზე” დაყრდნობით, “ამ ეტაპზე” – შეთანხმება უკრაინაზე მიღებული იქნება…” – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: თუკი უკრაინას ამ ომიდან რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?
Next: ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ გამართული კანონით ისარგებლა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.