Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი კაია კალასს-ხომ ხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის უაზრო მორჩილებამ “დიფ სთეითისადმი” სადამდე მიგიყვანათ. ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში. მტრის ვასალებს ასე ექცევიან

მარშალ პრესი 14/02/2025
tengiz sharmanashvili

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომ “რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია – ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები”.

დეპუტატი კაია კალასს მიმართავს, რომ დაანებოს საქართველოს სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედოს. “ძვირფასო” კაია, ხომ ხედავ ევროკავშირის ბიუროკრატიის უაზრო მორჩილებამ “დიფ სთეითისადმი” სადამდე მიგიყვანათ. ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში. ევროკავშირის ზურგს უკან კი არ მოქმედებენ, უთქვენოდ მოქმედებენ. მტრის ვასალებს ასე ექცევიან. თან თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ? ჰოდა, დაანებეთ ჩვენი სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედეთ!”- წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: როგორ მუშაობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული სქემა საქართველოში: გერმანიის ელჩი წერს სტატუსს, რომელსაც ახალ ამბად აქცევს EED-ის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” – ელჩი წერს რომ მოლდოვისათვის “მზადდება” გრანდიოზული თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ “მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000, ევრო არის სესხი
Next: თუკი უკრაინას ამ ომიდან რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.