Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნინო ქათამაძე მისი მოსაზრებების გამო იქნა დაჯარიმებული – ირმა ინაშვილი

მარშალ პრესი 14/02/2025
irma-inashvili

ნინო ქათამაძე მისი მოსაზრებების გამო იქნა დაჯარიმებული”– განაცხადა პატრიოტთა ალიანსის მთავარმა მდივანმა ირმა ინაშვილმა “ობიექტივი”-ს ეთერში, როდესაც გამოეხმაურა მომღერალ ნინო ქათამაძისა და სხვა პირების დაჯარიმებას 5000 ლარით, რომლებიც ბათუმში, მოსამართლის სახლთან აქციას მართავდნენ.

“ჩვენ ვნახეთ კადრები, არაფერი კანონდარღვევა იქ არ ყოფილა, იდგა 10-12 ადამიანი და მოსამართლის სახლის წინ მართავდნენ აქციას, სადაც არც ძალადობას ჰქონდა ადგილი, არც დაპირისპირება იყო.

ნინო ქათამაძე არ არის არც მოჩხუბარი, არც კანონდამრღვევი, არც აგრესიული, უბრალოდ, ვიცით, რომ მისი პოლიტიკური სიმპატიები განსხვავებულია. იმის გამო, რომ მას სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს და სხვა პოლიტიკური ლიდერების თუ პარტიის მიმართ იხრება მისი სიმპატია, არ შეიძლება ამის გამო და მხოლოდ მოსაზრებების გამო იქნეს მიყვანილი სასამართლოში და დაჯარიმებული 5000 ლარით. არ არის ეს ის საქართველო, რაზეც ჩვენ 2011-2012 წლებში იმედებს ვაგებდით”– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

Post navigation

Previous: დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას
Next: როგორ მუშაობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული სქემა საქართველოში: გერმანიის ელჩი წერს სტატუსს, რომელსაც ახალ ამბად აქცევს EED-ის მიერ დაფინანსებული “პუბლიკა” – ელჩი წერს რომ მოლდოვისათვის “მზადდება” გრანდიოზული თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ “მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000, ევრო არის სესხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.