Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აქეთ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ქვეყნის გარეთ არიან მათი პატრონები და კოორდინაციით წარმოებს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან

მარშალ პრესი 13/02/2025
irakli kobakhidze

კოორდინაცია ჰქონდათ Deep State-ს, „გლობალურ ომის პარტიას“ და დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ მაშინდელ „ნაცმოძრაობას“, 2012 წლამდე. სწორედ მათი კოორდინაციით წარმოებდა მაშინ თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახლაც არის ზუსტად იგივე კოორდინაცია და იგივე კოორდინაციით წარმოებს თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე.

„რა თქმა უნდა, არის სრული კოორდინაცია. თავის დროზე ამ კოორდინაციით ცდილობდნენ ჩვენს ომში ჩათრევას, შემდეგ ვერ მოახერხეს ეს ყველაფერი, ვერ მოახერხეს ვერც სანქციებში ჩვენი ჩათრევა, ვერც მოხალისეების გაგზავნის უზრუნველყოფა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და ა.შ. მათი მიზანი იყო ომში ჩათრევა, ესკალაცია, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოქცევა, თუმცა ყველა მცდელობა იყო წარუმატებელი. მათი განაწყენების გამოხატულებაა ის რეზოლუცია, რომელიც ასევე ერთობლივი კოორდინაციით დაინიცირდა ევროპარლამენტში. ასეთივე კოორდინაცია ჰქონდათ ამ ძალებს, Deep State-ს, „გლობალურ ომის პარტიას“ და დღევანდელ რადიკალურ ოპოზიციას, ანუ მაშინდელ „ნაცმოძრაობას“, 2012 წლამდე. სწორედ მათი კოორდინაციით წარმოებდა მაშინ თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე. ახლაც არის ზუსტად იგივე კოორდინაცია. აქეთ არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ქვეყნის გარეთ არიან მათი პატრონები და ზუსტად იგივე კოორდინაციით წარმოებს ახლა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, დამოუკიდებელ მედიაზე და სხვა ღირებულებებზე, რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი მსოფლიო მთავრობათა სამიტზე დასრულდა
Next: უნდა გავიხსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა ჩაიდინა 2004 -2012 წლებში, ამ თემებზე იმუშავებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მნიშვნელოვანი იქნება ამ გამოძიების შედეგები, რათა სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი პოლიტიკური დემოკრატიული სისტემა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.