Skip to content
25/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

დუბაიში მყოფი ირაკლი კობახიძე დაესწრო პანელურ სესიას, რომლის მთავარი სპიკერი ილონ მასკი იყო

მარშალ პრესი 13/02/2025
477233464_1021006793393667_1899536986333175427_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დუბაიში დასრულდა. მთავრობის მეთაურმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიო მთავრობათა სამიტში, ასევე ღონისძიების ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე – მსხვილი საინვესტიციო კომპანიების მენეჯმენტთან.

ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, დღეს დაესწრო პანელურ სესიას ხელოვნური ინტელექტის თემაზე,რომლის მთავარი სპიკერები იყვნენ აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი და არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ეკონომიკის სახელმწიფო მინისტრი ომარ სულთან ალოლამა.

მსოფლიო მთავრობათა სამიტში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეაჯამა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობამ ეს ფორმატი პარტნიორებამდე საკუთარი გზავნილების მისატანად გამოიყენა.
“გაიმართა შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე, ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან. იყო საინტერესო შეხვედრები, საუბრები.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ რეგიონში ურთიერთობების გაღრმავება, პოლიტიკური პარტნიორობის და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად განვითარება. ეს ფორმატი გამოვიყენეთ იმისათვის, რომ ჩვენი გზავნილები მიგვეტანა ჩვენს მეგობრებამდე, ჩვენს პარტნიორებამდე და ამ სამიტში მონაწილეობა ამ კუთხითაც იყო მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ევროკავშირი დღეს აღარ არის საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, სრულად არის დაკნინებული და ევროპის ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხებს ისე განიხილავენ აშშ და რუსეთი, რომ მაგიდასთან ევროკავშირის ლიდერების ყოფნა აზრადაც კი არ მოსდით
Next: სალომე ზურაბიშვილი არის ქართული პოლიტიკის მძიმე წარსული და ჩანაწერები, რასაც ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ეს ხაზს უსვამს ევროპარლამენტში არსებულ ტრაგიკულ მდგომარეობას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025