Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო მანკიერი გამოვლინებები დასავლელი პარტნიორების ქმედებებში, ამ ყველაფერს ადასტურებენ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, USAID-იდან სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში იმართებოდა რევოლუციური პროცესები

მარშალ პრესი 12/02/2025
irakli kobakhidze

 ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გამოვხატოთ ჩვენი კმაყოფილება იმით, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საუბრობს იმ ყველაფერზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით გასული 3-4 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, საქართველოშიც USAID პირდაპირ იყო უხეშად ჩართული პოლიტიკურ პროცესებსა და უშუალოდ საარჩევნო პროცესებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, USAID ჩართული იყო რევოლუციური პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

„USAID ჩართული იყო რევოლუციური პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ამის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის ვიდეო-მტკიცებულებები. გახსოვთ, იგივე „კანვასის“ ტრენინგი, სხვადასხვა აქტივობა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უკიდურესად მიუღებელი და ძალიან კარგია, რომ დღეს ამ ყველაფერზე ალაპარაკდა უკვე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. გახსოვთ, რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“, მათი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არსებობდა იდეალური დასავლეთი და არცერთ შემთხვევაში ამ იდეალურ დასავლეთს არ შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე უარყოფითი განზრახვა ჩვენი ქვეყნის მიმართ.

დღეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ იყო მანკიერი გამოვლინებები დასავლელი პარტნიორების ქმედებებში, ამ ყველაფერს ადასტურებენ თვითონ დასავლური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძოდ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ, რომ USAID-იდან სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში იმართებოდა არასწორი პროცესები, ეს იყო რადიკალური, რევოლუციური პროცესები. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა საარჩევნო პროცესებში ჩარევას.

იმედია, რომ ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი. ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება, აღსრულდება პრაქტიკაში. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ვერავინ ვეღარასდროს გარედან ვეღარ გაბედოს და შეძლოს ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა. საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი მოქალაქეები 80-იან, 90-იან წლებში და ეს არის ის მიღწევა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარეშე ჩვენი უსაფრთხოება, ბუნებრივია, ვერ იქნება დაცული და, თუ უსაფრთხოება არ იქნება დაცული, არ იქნება არც წინსვლა და განვითარება.

ამიტომ, ჩვენ მომავალშიც მაქსიმალურად გავუფრთხილდებით ჩვენს სუვერენიტეტს, როგორც არ უნდა დაუპირისპირდნენ ასეთ პროცესებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გავიხსენებ შარშანწინდელ გაზაფხულს, შარშანდელ გაზაფხულს, „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო აგორებულ რევოლუციურ მცდელობას, რა თქმა უნდა, ყველა ასეთ მცდელობას ჩვენ დავუპირისპირდებით იმისათვის, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და შესაბამისად – უსაფრთხოება,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: სამომავლოდ აშშ-ის საელჩო საქართველოში სავარაუდოდ გააქტიურდება, მაგრამ მხოლოდ ახალი ფორმატით – შესაძლოა გადახალისებული კადრებით, უფრო ფრთხილად და გააზრებულად
Next: ჩვენთვის ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს არაფრის ფასი თავისი უსამართლო ბუნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.