Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და სიახლეების გაცნობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა

მარშალ პრესი 12/02/2025
476385082_1007622758086976_4821765987907578869_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წელს დაგეგმილი პროგრამებისა და სიახლეების გაცნობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად დაესწრო.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით 4 805 9720 ლარით გაიზარდა და 36 820 550 ლარს შეადგენს. რომელიც მოიცავს 17 პროგრამას და 12 ქვეპროგრამას.

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სამინისტრო 2025 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, დაფინანსებული იქნება არანაკლებ 2 500 პროექტი, რომლის ბიუჯეტი მიმდინარე წელს არის 3 856 000 ლარი.

მინისტრის განცხადებით – ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წელსაც გაგრძელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება. პროგრამის ფარგლებში, 2 438 ჰექტარ ფართობზე მეტი დამუშავდება შესაბამის აგროვადებში. რისთვისაც დაიხარჯება 1 629 008 ლარი.

2025 წელს გაგრძელდა აგრარული ექსტენციის მიწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის სხვდასხვა დარგების მიმართულებებით, ფერმერები და აგრომეწარმეები საველე პირობებში გადიან სწავლება-კონსულტირებას.

Post navigation

Previous: ოპოზიცია გაღიზიანებულია იმ განცხადებებით, რომელსაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციიდან, რადგან ეს განცხადებები თავიდან ბოლომდე უპირისპირდება იმ ე.წ. ნარატივს, რომელსაც თავს ახვევდნენ საზოგადოებას მთელი ამ წლების განმავლობაში
Next: სამომავლოდ აშშ-ის საელჩო საქართველოში სავარაუდოდ გააქტიურდება, მაგრამ მხოლოდ ახალი ფორმატით – შესაძლოა გადახალისებული კადრებით, უფრო ფრთხილად და გააზრებულად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.