Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტს შეხვდა

მარშალ პრესი 12/02/2025
Capture
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მენეჯმენტს შეხვდა.
შეხვედრისას აღინიშნა აბუ-დაბის პორტების ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია თბილისის მშრალი პორტის პროექტში, რომლის ოფიციალური გახსნა 2025 წელს იგეგმება. ასევე საუბარი შეეხო კომპანიასთან სტრატეგიული ლოგისტიკური-სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივებს.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური, დელეგაციასთან ერთად, პორტ ხალიფას ინფრასტრუქტურას გაეცნო.
“გავეცანით პორტის მუშაობას. გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. გამოვთქვით სრული მზადყოფნა, მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ცესკოში 2025 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა
Next: აბსოლუტურად არასერიოზულია განცხადებები, რასაც ვისმენთ კონკრეტული ქვეყნების მხრიდან, ესტონეთმა და ლიეტუვამ დააწესეს სანქციები უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ეს ქვეყნები არ იმართება სუვერენულად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.