Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნახეთ, სად ვართ ჩვენ და სად არიან უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც ევროკავშირმა მათ რიგებში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაუხსნა – ესეც იძლევა გარკვეულ ახსნას, თუ რატომ გვაწვებიან ასე გავეშებულად ბოლო რამდენიმე წელი

მარშალ პრესი 12/02/2025
zaal anjaparidze

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის მონაცემებს სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მონაცემებით, რომელიც ეკა გიგაურის “კანტორაში” არ უნდა აგვერიოს, ნათლად ჩანს, თუ სად არის საქართველო და სად – უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც ევროკავშირმა მოლაპარაკებები გაუხსნა.

“კიდევ ერთხელ! Transparency International-ის (ეკა გიგაურის კანტორაში არ აგერიოთ!) კორუფციის აღქმის 2024 წლის ინდექსი. ნახეთ სად ვართ ჩვენ, და სად არიან უკრაინა და მოლდოვა, რომლებსაც ევროკავშირმა მათ რიგებში გაწევრიანების მოლაპარაკებები გაუხსნა. ესეც იძლევა გარკვეულ ახსნას, თუ რატომ გვაწვებიან ასე გავეშებულად ბოლო რამდენიმე წელი.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

კორუფციის აღქმის 2024 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის სიმცირით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ასევე, მონაცემების თანახმად, საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.

Post navigation

Previous: USAID-მა 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ჯამურად 41,7 მილიონი აშშ დოლარი გამოყო – მაქსიმალურად ბუნდოვანი ფორმულირებები, სწორედაც რევოლუციური სცენარის განვითარების გეგმაზე მიუთითებს
Next: თბილისი ენერჯი ნამდვილად არ იყო მზად ასეთი დიდი მასშტაბებისთვის – 150 000 აბონენტისთვის მიწოდების შეწყვეტა და აღდგენის პროცესი არის რთული, მაგრამ ფაქტია, რომ საჭირო რაოდენობის თანამშრომელი არ ჰყავთ იმისათვის, რომ მოხდეს მიწოდების სრულად აღდგენა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.