პოლიციამ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი

219
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებილი
თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და წარსულში ნასამართლევი,
1986 წელს დაბადებული ა.მ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით,
თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს, თ.კ.-მ საბაგიროს
თანამშრომელს, 1987 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა
და მეგობართან – ა.მ.-სთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ორივე მათგანი, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ
კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 376-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და დანაშაულის
შეუტყობინებლობას გულისხმობს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება