Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი

მარშალ პრესი 12/02/2025
danilo dela vale

როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს ისეთი პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ არჩევნების შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი, – განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ.

მისივე თქმით, გონივრულად არ მიაჩნია, რომ საქართველოს შიდა საკითხები ევროპარლამენტში ხუთჯერ განიხილონ ისე, თითქოს ევროპარლამენტარები არჩევნების დამკვირვებლები იყვნენ.

„საქართველოს მოქალაქეები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ საქართველოს არჩევნები ბრიუსელისთვის ტოპ-პრიორიტეტია, რადგან ეს საკითხი ევროპარლამენტში ბევრჯერ განვიხილეთ. რეზოლუციებსაც ვუყარეთ კენჭი. ახალი პარტნიორების მიღება, გაწევრება ევროკავშირში, ცხადია მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, თუმცა გონივრულად არ მიმაჩნია, რომ საქართველოს შიდა საკითხები ევროპარლამენტში ხუთჯერ განიხილონ ისე, თითქოს ევროპარლამენტარები არჩევნების დამკვირვებლები იყვნენ. ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად აღიარა. ამიტომ, არ მესმის რა არის რეალური ამოცანა ამ დისკუსიების უკან. ახალი წევრების მიღების საკითხი მეგობრულ ფორმატში უნდა ხდებოდეს და არა მტრად მოკიდებით. როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს ისეთი პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ არჩევნების შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი“, – აღნიშნა მან.

Post navigation

Previous: დუბაიში „ბურჯ-ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა
Next: ქართული საზოგადოება რომ მედგრად არ დამდგარიყო, დღეს საქართველოს ყველა ქალაქი ასეთი იქნებოდა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.