Skip to content
12/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს, ბუნებრივია, სჭირდება გამოძიება

მარშალ პრესი 11/02/2025
irakli kobakhidze

კოორდინირებული მცდელობაა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, ამ ყველაფერს სჭირდება გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას შეეხებოდა.

პრემიერის თქმით, გამოძიება აბსოლუტურად რელევანტურია, დანარჩენს კი პროკურატურა, ხოლო საბოლოო ჯამში სასამართლო დაადგენს.

„ვფიქრობ, აბსოლუტურად რელევანტურია ეს გამოძიება, დანარჩენს თავად პროკურატურა დაადგენს და, საბოლოო ჯამში, სასამართლო დაადგენს.

თუ გავცდებით სამართლებრივ შეფასებას და პოლიტიკურად შევხედავთ იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში, ნახავთ, რომ არის კოორდინირებული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები. რა თქმა უნდა, წარმატებას შესაბამისი ძალები ვერ აღწევენ, თუმცა მცდელობა არის უკვე დასჯადი. ზოგადად, ასევე თქვენ ხედავთ, რომ პირდაპირი საუბრები მიდის ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად გამოწვევასთან დაკავშირებით. აქაც არის აბსოლუტურად კოორდინირებული ძალისხმევა, ამ ყველაფერს სჭირდება, ბუნებრივია, გამოძიება. დანარჩენს დაადგენენ პროკურატურა და შემდეგ, საბოლოოდ სასამართლო,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის, ეს არის პროგრესისადმი ერთგულება, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით
Next: ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ მაიდნის გამეორება ჩვენს ქვეყანაში და რაც მთავარია, არ დავუშვათ მეორე ფრონტი, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.