Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ

მარშალ პრესი 11/02/2025
mamka mdinaradze3

2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ მიმართულებით, საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს.

ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

მანვე მოუწოდა იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ზემოთ ხსენებული მიზნები და ხელი წაუცდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამოც ჯერ კიდევ არ აქვს საქართველოს უმაღლესი შეფასებები, დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური, ამბიციური და ამავე დროს, ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ.

„2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ მიმართულებით, საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ. ქვეყნის შიგნით კი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ეს მიზნები და ხელი წაუცდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვაქვს უმაღლესი შეფასებები, ვურჩევ(!), დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური, ამბიციური და ამავე დროს, ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ!..“ – წერს მამუკა მდინარაძე.

Post navigation

Previous: ყველამ დაინახა, დესტრუქციული ძალა, უსამშობლოთა გაერთიანება, აქ რა კარნახით და რა თანხებით მოქმედებდა – საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული გამოძიება და დაველოდოთ, დარწმუნებული ვარ, გონივრულ შედეგზე გავა
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.