Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვერთიანდებით სამართლიანობის აღსადგენად, გთხოვთ ჩაერთოთ ბრძოლაში, მოაწეროთ ხელი პეტიციას და დაგვეხმაროთ მის გავრცელებაში – სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

მარშალ პრესი 11/02/2025
pet

სამოქალაქო საზოგადოება ვერთიანდებით სამართლიანობის აღსადგენად, გთხოვთ ჩაერთოთ ბრძოლაში, მოაწეროთ ხელი პეტიციას და დაგვეხმაროთ მის გავრცელებაში”- ამის შესახებ ნათქვამია პეტიციის ტექსტში, რომელიც სოციალურ ქსელში ცრცელდება.

“წლებია სოციალური პლათფორმა „მეტას“, კერძოდ „ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლები ხდებიან აგრესორი დაჯგუფებების (ფეისბუქის ადგილობრივი წარმომადგენლობის) მხრიდან ბულინგის, ჩაგვრის, დაუსაბუთებელი რეპორტების, მიკერძოებული დამოკიდებულებების მსხვერპლნი.

ადგილობრივი წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ პლათფორმას იყენებს პოლიტიკური და სოციალური ანგარიშსწორებისთვის, ნერგავენ ცენზურას და კრძალავენ მათგან განსხვავებული აზრისა თუ პოზიციის ღიად დაფიქსირებას.

გვსურს ამ პეტიციით მივაწვდინოთ ხმა „მეტას“ სათაო ოფისს და ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის შერჩევითი სამართლისა და მუდმივი თავდასხმების მსხვერპლი.

ჩვენ გვჯერა, რომ „მეტას“ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც ყოველთვის იცავს სიტყვისა და აზრის გამოხატვას არ დატოვებს მსგავს უსამართლობას სათანადო და ობიექტური რეაგირების გარეშე. აღნიშნული პეტიცია ნათელს ხდის უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლთა რაოდენობას.”– ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

პეტიციაზე ხელის მოსაწერად გადადით ამ ბმულზე: 

Post navigation

Previous: შვედეთი და დანია ჩვეულებრივი მარგინალების დამფინანსებელი ქვეყნები არიან – მოლოტოვის კოქტეილს აფინანსებდნენ ქართული პოლიციის წინააღმდეგ, რევოლუციურ და მაიდანის სცენარებს დღემდე ეტრფიან
Next: ყველამ დაინახა, დესტრუქციული ძალა, უსამშობლოთა გაერთიანება, აქ რა კარნახით და რა თანხებით მოქმედებდა – საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული გამოძიება და დაველოდოთ, დარწმუნებული ვარ, გონივრულ შედეგზე გავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.