Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბოლო თვეების განმავლობაში გინახავთ ამერიკის ელჩი გამოსულიყო და დაეგმოს ჩვენი რომელიმე განცხადება, მიღებული კანონი ან აქციაზე ძალადობრივი ქმედებისთვის სხვადასხვა პირების დაკავება?

მარშალ პრესი 11/02/2025
guram macharashvili

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა თავისთავად მოხდება,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის ელჩი არც ერთხელ არ გამოსულა საზოგადოების წინაშე და არ დაუგმია ხელისუფლების განცხადებები, მიღებული კანონები და ა. შ.

„ჩვენი პოლიტიკაა თანხვედრაში ტრამპის პოლიტიკასთან თუ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ამას საზოგადოება კარგად ხედავს.

ხედავენ ევროკავშირშიც. სად არიან ახლა ის პარლამენტარები, კუბილიუსის თამადობით რომ გამოდიოდნენ და ჭკუას გვასწავლიდნენ? ვითომ რეზოლუციასაც რომ იღებენ. რით ვერ მიხვდნენ, რომ მათ რეზოლუციებს ფასი მას შემდეგ აღარ აქვს, რაც მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და დღის წესრიგში სულ სხვა რამ დადგა. დღეს ამერიკის პრეზიდენტის მიზანი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაა, განსხვავებით მისი წინამორბედისგან. ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირდაპირ ამბობდნენ, რომ უკრაინაში, რაც შეიძლება დიდხანს უნდა გავაგრძელოთ ომის პროცესიო.
ჩვენ ვამბობდით რომ უკრაინაში მშვიდობა გვსურდა. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კი ეს სიტყვა აღიზიანებდა. ახლა თავად ზელენსკი საუბრობს მშვიდობაზე. არც არავინ ეკითხება, რატომ გადათქვა თავისი სიტყვები რომ ტერიტორიული მთლიანობის გარეშე მშვიდობა არ იქნებოდა. აი ეს არის ორმაგი სტანდარტი.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა თავისთავად მოხდება. ბოლო თვეების განმავლობაში გინახავთ ამერიკის ელჩი გამოსულიყო და დაეგმოს ჩვენი რომელიმე განცხადება, მიღებული კანონი ან აქციაზე ძალადობრივი ქმედებისთვის სხვადასხვა პირების დაკავება?“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად
Next: ურსულა ფონ დერ ლაიენის მორიგი და არა უკანასკნელი მარცხი ევროსაბჭოთა კავშირის ჭაობში…

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025