Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოქალაქეებმა დაასახელონ საჭიროებები და აირჩიონ პრიორიტეტები – დავით ვერავა

მარშალ პრესი 11/02/2025
Capture

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო. დღეს შეხვედრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩხორიაში, ზედაეწერსა და ჭკადუაშში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად დაესწრო.

2025 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

„ეს პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ მოქალაქეებმა დაასახელონ საჭიროებები და აირჩიონ პრიორიტეტები. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ეს ფორმატი ასევე კარგი საშუალებაა კომუნიკაციისთვის და ადგილზე არსებული საკითხების გადასაჭრელად“ განაცხადა დავით ვერავამ.

თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად წყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

საკონსულტაციო შეხვედრები რეგიონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ცენტრალური ხელისუფლების დაფინანსებით ხორციელდება.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: დიდი პრობლემებია საერთაშორისო მედიაში, კონკრეტულად ევროპულ მედიაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაციაზე დაფუძნებული განცდა, რომ ევროპული მედია საკმაოდ კოორდინირებულია გლობალური ომის პარტიასთან
Next: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანაა მსოფლიოში და ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქრისტიანობას, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი რელიგიის დასაცავად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.