Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ

მარშალ პრესი 11/02/2025
irakli kobakhidze5

ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, შესაძლებელია შეინარჩუნო დამოუკიდებლობა, მშვიდობა ქვეყანაში, ღირსება, ხელი შეუწყო კეთილდღეობას და გახდე ევროკავშირის წევრი.

„ევროკავშირში ჩვენი დამოუკიდებლობით უნდა შევიდეთ. ძირითადად, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, ეს იყო ჩვენი მთავარი სლოგანი. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი თავსებადია ერთმანეთთან.

შესაძლებელია შეინარჩუნოთ თქვენი დამოუკიდებლობა, შეინარჩუნოთ მშვიდობა ქვეყანაში, შეინარჩუნოთ ღირსება, ხელი შეუწყოთ თქვენს კეთილდღეობას და გახდეთ ევროკავშირის წევრი და შეინარჩუნოთ თქვენი წევრობა ევროკავშირში.

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირში ტენდენციები მომავალში უფრო პოზიტიური იქნება. ჩვენ არ მოგვწონდა წინა ტენდენციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული ცვლილებები, იქნება მომავალ ტენდენციებში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბევრი გაიღო ქვეყნის ინტერესებისთვის, მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია
Next: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება, მაგრამ ჩვენ ვატარებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის გარეშეც საქართველო ვერ გადარჩება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.