Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა

მარშალ პრესი 11/02/2025
irakli kobakhidze

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკა, რასაც სტრატეგიულ მოთმინებას ვუწოდებთ და რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია ადვილი არ არის. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რუსეთის ფედერაცია აწარმოებს უკრაინაში მიმდინარე ომს.

საქართველოსთვის მდგომარეობა უკიდურესად რთულია. ამიტომ ჩვენ ვატარებთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას, პრაგმატულ პოლიტიკას. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ. ეს არის მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი ზოგიერთ აუდიტორიას ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, ჩვენ კი პროქართულები ვართ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების უზრუნველსაყოფად და პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, არის პროქართული პოლიტიკა, მაგრამ მათ სხვა ინტერესი აქვთ, ჩვენს ოპონენტებს ქვეყნის შიგნით და მათ ლობისტებს საზღვარგარეთ. მათ სხვა ინტერესი აქვთ – ჩვენს ირგვლივ შექმნან რაღაც ახალი კონფლიქტები, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: მხოლოდ საქართველოს მთავრობა არ საუბრობს USAID-ის განზრახვაზე, შეცვალოს მთავრობები ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უცხო ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, არამედ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციაც საუბრობს მის უარყოფით როლზე
Next: ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბევრი გაიღო ქვეყნის ინტერესებისთვის, მან ყველაფერი შესწირა, როცა დაინახა, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.